სოფელ წინანდლის სკოლის ეკოკლუბელები მეფუტკრეობით დაინტერესდნენ

კახეთში, სოფელ წინანდლის ეკოკლუბის წევრები დაინტერესდნენ მეფუტკრეობით და გადაწყვიტეს მოეწყოთ შეხვედრა, რათა ერთად გაცნობოდნენ სხვადასხვა ლიტერატურას მეფუტკრეობაზე და გაეგოთ მეტი მის შესახებ. მოსწავლეებმა გაიგეს თუ რა დროიდან იღებს სათავეს მეფუტკრეობა, როგორც სამეურნეო დარგის ერთერთი მიმართულება. გაიგეს ძალიან ბევრი რამ ქართული ჯიშის რუხი ფუტკრის შესახებ, ასევე მსოფლიოს მიერ ქართული ფუტკრის სასარგებლო ნიშან-თვისებების აღიარებასა და დამსახურებაზე.

წინანდლის სკოლის ეკოკლუბელები გეგმავენ მოაწყონ შეხვედრა სხვა კლასის მოსწავლეებთან და გააცნობენ მათ შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას. ასევე სტუმრად მოიწვევენ ეკოკლუბის წევრს - ნანუკას, რომელიც ესაუბრებათ მათ მეფუტკრეობის თემაზე და თავის გამოცდილებაზე ამ კუთხით.