ონლაინშეხვედრა - კორონავირუსი და ეკოლოგია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანეების" საინიციატივო ჯგუფმა "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო კამპანია ონლაინ რეჟიმში გააგრძელა. ეკოკლუბის კურატორმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ციცინო ლაფაურმა განათლების სამინისტროს პლატფოტრმაზე, პროგრამა "თიმს"-ის დახმარებით ეკოკლუბის გვერდი შექმნა, სადაც ონლაინ რეჟიმში ტარდება ლექცია-საუბრების ციკლი მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. 

ერთ-ერთი შეხვედრის თემა იყო - "კოვიდ-19 და ეკოლოგია". მომხსენებელმა ისაუბრა კორონავირუსზე, რომელიც როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, გამწვეულია გარემოს დაბინძურების შედეგად. გარემოს დაბინძურებამ გაანადგურა ბუნების მწვანე საფარი, რამაც სავალალო შედეგებამდე მიიყვანა კაცობრიობა.

გარემოს დაბინძურებამ გამოიწვია ჟანგბადში მავნე ნივთიერებების შერევა, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გარემოს დაბინძურება ხდება როგორც ავტომობილების გამონაბოლქვებით, ასევე ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვებით, ეკოლოგიამ უკან დახევა დაიწყო, გაფართოვდა ოზონის შრე, გახშირდა ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ. ცნობილია, რომ პანდემიის აფეთქების წყარო ჩინეთი გახდა, სადაც ყველაზე მეტადაა დაბინძურებული ჰაერი. 

მომხსენებელმა ეკოკლუბის წევრებს მოუწოდა, აიღონ ინიციატივა და მოაწყონ გამწვანების ონლაინ-აქციები, რომელიც ერთჯერადი არ იქნება და სისტემატური ხასიათი მიეცემა.