ქალაქ თბილისის 176-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოტინის" ორგანიზებით კიდევ ერთი ვებინარი ჩატარდა. სემინარის თემა იყო: წყალი,ჰიგიენა და სანიტარია, სპიკერი კი ორგანიზაცია CENN-ის თანამშრომელი გიორგი ორკოდაშვილი გახლდათ.
არსებული საკითხი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესაა, რადგან მსოფლიო ჯანადაცვის ორგანიზაციის პირველი რეკომენდაცია ხელების დაბანა იყო. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა წყალის მოხარებაზე, ჰიდრო რესურსების მდგრად მართვაზე, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენა და სანიტარია და რამხელა როლი აქვს წყალს ადამიანის ცხოვრებაში, ასევე სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებზე როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც არის წყლის პრობლემა და ეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშიც საკმაოდ აქტუალურია.
წყლის სისუფთავე აუცილებელია, რადგან სწორედ წყლის საშულებით ხდება სხვადასხვა დაავადების გადატანა. ხშირად დაავადებებს წყალი მასშტაბურ სახეს სძენს.
ეს და სხვა მრავალი თემა იქნა განხილული სემინარზე, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე ეკოკლუბები, ასევე სხვა დაინტერესებული პირებიც.