დაბა ნარუჯას სკოლის მოსწავლეები მეორად ნივთებს ხელახალი გამოყენებისათვის აგროვებენ

გურიაში,, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის შესაბამისად, რომელიც მდგრად მოხმარებას და ნარჩენების წარმოებას ითვალისწინებს, ნარჩენების ხელახლა გამოყენების მიზნით, მეორადი და გამოუყენებელი ნივთების შეგროვება დაიწყეს. 

"რამდენჯერ გვინახავს უადგილო ადგილას გადაყრილი ძველი ავტომაქანის საბურავები, პლასტმასის ბოთლები, ერთჯერადი ცელოფნის პარკები და სხვა უამრავი რამ, რომლებიც არა მარტო გარემოს აბინძურებენ, არამედ საფრთხესაც ქმნიან" - ამბობენ ნარუჯელი მოსწავლეები.

ამ მიზნით ეკოკლუბის წევრებმა სწორედ ასეთი, ფუნქციადაკარგული საბურავებისა და პლასტმასის ბოთლების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს მიცემენ და სკოლის ეზოს კეთილმოწყობისათვის გამოიყენებენ. ბავშვები ამით სხვასაც აჩვენებენ თუ რამდენადაა შესაძლებელი ნარჩენების გამოყენება ისე რომ არ მოვახდინოთ გარემოს დანაგვიანება ზედმეტი ნარჩენებისაგან,