იმერეთის სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბი ნარკომანიის წინააღმდეგ!

იმერეთში, სოფელ როკითის საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებელ კონკურსში აქტიურად ჩართულმა ახალგაზრდებმა ეკო კალენდრის მიხედვით აღნიშნეს ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მოსწავლეების აზრით, ილუზიაა ის, რომ ნარკოტიკი თავისუფლების, დამოუკიდებლობის განცდას ქმნის იმ სამყაროში, სადაც ადამიანი მუდმივად დათრგუნულად გრძნობს თავს – ოჯახში, სასწავლებელში და ყველგან მოქმედებს სასტიკი და დაუწერელი კანონები, ადამიანზე ყველგან სხვადასხვა სახის ზეწოლა ხდება. ასეთ პირობებში ახალგაზრდები “ახალ რეალობაში” გაქცევას ამჯობინებენ, საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ატარებენ და შემდეგ სწორედ ამ ექსპერიმენტის მსხვერპლნი ხდებიან. 

"პესიმისტების თქმით, ნარკომანია იმას ამტკიცებს სწორედ, რომ დევიზი “სამყარო მონობის გარეშე” სრული უტოპიაა. მონობა – მისი კლასიკური გაგებით – მსოფლიომ თითქოს დაძლია, მაგრამ გაჩნდა მონობის ახალი ფორმები: ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სახიფათო, სწორედ ნარკომანიაა. არსებობს მოსაზრება, თითქოს ნარკომანიას სიღარიბე და ადამიანთა დაუსაქმებლობა განაპირობებს. გაქცევა რეალობიდან – ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ადამიანი მიმართავს ნარკოტიკს. მდგრადი განვითარების მიზანი 3 -ჯანმრთელობა და კეთილდღეობის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ყველა ასაკის ადამიანისათვის" - ამბობენ როკითელი მოსწავლეები. 

ეკოკლუბმა სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, ბავშვებმა ჩაატარეს სემინარი ნარკომანიაზე, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. რადგან ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი ინფორმაციის მიწოდებაა. სემინარზე ისაუბრეს თუ რა არის ნარკომანია, რა ზიანს აყენებს ის ადამიანის ორგანიზმს და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას. ნარკოტიკის - მიღება, ხომ თვითმკვლელობის ტოლფასია.

ახალგაზრდებმა ნახეს ანიმაციური ფილმი ნარკომანიის შესახებ და მოაწყვეს მსჯელობა ამ ვიდეოს გარშემო, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ისაუბრეს ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, პრობლემის აღმოფხვრის გზების შესახებ და საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაციაზე, შექმნეს პლაკატი ნარკომანიაზე. ბოლოს დაასკვნეს, რატომ უნდა გაექცე სიცოცხლეს, როცა სიცოცხლე ისედაც მშვენიერია. მთავარია მოინდომო, მთავარია გააღვიძო შენში ამ მშვენიერების დანახვის უნარი და უარი თქვა ნარკოტიკებზე.