სოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით ტყის ორი სახანძრო მანქანა ჩაერთვება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დღეს დილიდან ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი.

მათი ინფორმაციით, ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის, თუმცა ცეცხლი ისე არ ვრცელდება, რომ დამატებით რაიმე საფრთხე შეიქმნას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი და 17 მანქანა.

სოფელ ცედანში არსებულ ვითარებაზე დამატებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგვიანებით გაავრცელებს.

ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის. ხანძარი 29 აგვისტოს, გვიან საღამოს გაჩნდა.