აჭარელმა ბავშვებმა ბორჯომის პარკში გარემოსდაცვითი პრობლემები აღმოაჩინეს

ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის N1 სკოლის მოსწავლეებმა ბორჯომში ბოგზაურობის დროს, ბორჯომის პარკის სიახლოვეს არსებული ტყეებში დააფიქსირეს წიწვოვანი ხეების ხმობა. იგივე პრობლემებია პარკთან მისასვლელ ბილიკებზეც, სანიტარული ჭრის შედეგად მოჭრილია ფიჭვის ასწლოვანი ხეები და მათ ნაცვლად დარგულია ახალი ხის ნერგები, თუმცა შეინიშნება სხვა ფიჭვის ხეების ხმობა. 

მართალია მიმდინარეობს ახალი ნარგავებით შევსება, მაგრამ გამოსაკვლევია წიწვოვანი ხეების ხმობის მიზეზი. ყოველდღიურად მიმდინარეობს პარკის სანიტარული დასუფთავება, თუმცა მდინარე ბორჯომულას ნაპირეზე არის გადაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

კლუბის წევრებმა დაასუფთავეს მდინარის სანაპირო ზოლი და აღმოაჩინეს პარკის მისასვლელთან კოლხური ბზის დაავადება - ბზის ალურა. ბზის ალურა გამოვლენილია როგორც ცალკეულ ბუჩქებზე, ასევე ბზის ბუჩქების მთლიან ზოლზე. ამის შესახებ ბავშვებმა აცნობეს ბორჯომის ცენტრალური პარკის დასუფთავების სამსახურს.