კირცხის სკოლის მოსწავლეები საზოგადოებას, ავტოკატასტროფაში მოყოლილი მათი ეკოკლუბის სპიკერის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის ეკოკლუბი "კირცხი და ძელქვების" წევრები თანადგომას უცხადებენ ამ კლუბის ყოფილ წევრს და სპიკერს, მეთორმეტე კლასელ თამარ მალანიას, რომელიც ავტოკატასტროფაში მოჰყვა. მას სიცოცხლე ექიმებმა საქართველოში შეუნარჩუნეს, მაგრამ ეს უნიჭიერესი გოგონა, აბსოლუტურად დასახიჩრდა. ოთხივე კიდური პარალიზებული. აქვს და უჭირს სუნთქვა. 

კლუბის წევრები და მეგობრები ჩაერთვნენ თამარისთვის თანხის მოძიების საქმეში. მთელი თემი კარდაკარ მოიარეს. თამარის სარეაბილიტაციოდ საწყისი თანხა შეგროვდა და გუშინ ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას მკურნალობას კიდევ კიდევ სჭირდება თანხა. 

კირცხელმა მოსწავლეებმა გეგმა შეიმუშავეს და როგორც კი სასწავლო წელი დაიწყება, სკოლის ყველა მოსწავლეს ჩართავენ და სოფელში გამოუსადეგარ ტანსაცმელს და სხვა ქსოვილებს შეაგროვებენ. მათგან შეკერავენ ჩანთებს, საფულეებს და გაყიდიან. 

ეკოკლუბი თხოვს მათ პარტნიორებსა და ამ კონკურსში ჩართულ ყველა სკოლას დაეხმარონ თუნდაც მცირედით. კირცხიდან გვიგზავნიან ანგარიშის ნომერს, სადაც ჩარიცხული თანხით, შესაძლებელი იქნება თამარ მალანიას ოჯახის დახმარება. მიმღები: ლალი გოგიჩაიშვილი ლიბერთი ბანკი. ანგარიშის ნომერი:GE68LB0711115094785000 ვალუტა:GE/USD/EUR.