ეკო-თამაში, რომელიც თბილისის "ქართული სასწავლებლის" ეკოკლუბის წევრებმა მოიგონეს

თბილისის სკოლა "ქართული სასწავლებლის " მდგრადი განვითარების კლუბმის წევრებმა, პარტნიორ სამთო-სათხილამურო კლუბ „თხილამურის სახლი“ ის შეკრებაზე მყოფ ბავშვებს შესთავაზეს მათი დაგეგმილი ეკო-თამაში „აღმოაჩინე განძი “ თამაშის მონაწილეებს გარკვეული მინიშნებებით უნდა ეპოვნათ კოდური სიტყვები მაგალითად „ხე“. „წყალი“. „ენერგია“ ... რომლებსაც ლიდერებთან გადაცვლიდნენ კოდურ წინადადებებში: „არ მოჭრა ხე“, „არ დაანაგვიანო გარემო“. „ არ დააბინძურო წყალი“, „დაზოგე ელექტროენერგია“ და ა. შ. . შემდეგ კი ამ წინადადებებს ცვლიდნენ თამაშის კორდინატორთან „გასაღებში“, რომლითაც გაშიფრავდნენ თამაშის მთავარ გზავნილს წინადადებას: „გაუფრთხილდი ბუნებას“ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ დამალული განძის კოორდინატებს . 

აღნიშნული თამაში ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის საჭირო უნარების,პირველ რიგში კი მისი მნიშვნელობის გააზრებას .თამაშის შემდეგ კი კლუბის წევრებმა შეკრებაზე მყოფ ბაშვებს წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე „ დედამიწის ეკოსისტემების დაცვა და მნიშვნელობა „ პროექტი ხორციელდება #ნიკოკეცხოველისსასკოლოპრემია2019 -ის ფარგლებში.