სოფელ წინანდლის სკოლის ეკოკლუბის წევრები თელავის მერიის წარმომადგენელს შეხვდენენ

კახეთში, სოფელ  წინანდლის სკოლის ეკოკლუბის წევრები შეხვდნენ თელავის მერის წარმომადგენელს სოფელ წინანდალში, თორნიკე ვეფხიშვილს, რომელთან ერთადაც ისაუბრეს სოფლის პრობლემებზე. შეხვედრას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა, რადგან სოფელში უამრავი პრობლემა გამოიკვეთა, როგორიცაა სუფთა წყლის პრობლემა, სოფლის თავში არსებული მუხიანის ტყესთან დაკავშირებული პრობლემა, უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემა, ნაჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემა.

კლუბის წევრებმა დაგეგმეს სამომავლოდ აქტივობები ამ პრობლემების გადასაჭრელად. ბატონი თორნიკე კლუბის წევრებსდაპირდა, რომ მათთან ითანამშრომლებს და დახმარებასაც გაუწევს საჭირო შემთხვევაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ : ნინო ქართლელიშვილი,ნიკა ხუცაიძე,ელენე კობიაშვილი, სალომე დავითაშვილი, ნანა მსუქნიშვილი, ნატალი გიოშვილი.