თელაველი მოსწავლეები კომპოსტირების თემაზე მუშაობენ

კახეთში, თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდამ ცდილობენ აღმოაჩინონ ადამიანები, ვინც ბუნებრივ სასუქს,~ კომპოსტს ამზადებს სახლის პირობებში. მოსწავლეებს სურთ ამ ადამიანებთან ინფორმაცია გაცვალონ და მათი გამოცდილება გაიზიარონ. 

თელავის მეორე საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრი ანა დედაბრიშვილი სოფელ ვარდისუბანში ერთ ერთი გლეხის ბოსტანში იმყოფებოდა, რომელიც მრავალი წელია კომპოსტირებას ეწევა და ამის დიდი გამოცდილება აქვს, მან ანას გაუზიარა საკუთარი ცოდნა და აჩვენა, როგორ ამზადებს კომპოსტს სახლის პირობებში.

ანა დედაბრიშვილი მიღებულ ცოდნას თანატოლებს, კომპოსტირების თემაზე ეკოკლუბის ჩანიშნულ შეხვედრაზე გაუზიარებს.