სენაკის N1 სკოლის მოსწავლეების შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან

ახალგაზრდობის დღეს, სენაკის N1 სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტის წევრს, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ბერაიას შეხვდნენ. არაფორმალური შეხვედრა- "აღმოაჩინე მწვანე სენაკის მაჟორიტართან ერთად" გახსნა ორგანიზაცია "დეას" თავმჯდომარემ, თამარ მალანიამ, რომელმაც ახალგაზრდებს მიულოცა ახალგაზრდობის დღე და მადლობა გადაუხადა მაჟორიტარ დეპუტატს ინიციატივის გამოჩენისა და მხარდაჭერისთვის. 

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაუსვეს კითხვები მაჟორიტარ დეპუტატს, რომელმაც ისაუბრა მწვანე ეკონომიკაზე, "მწვანე ღირებულებებზე" და ასევე, ახალგაზრდებს გასცა პასუხი იმ არაფორმალურ კითხვებზე,რომლებიც ჯგუფის მხრიდან დაისვა. 

ბატონმა ირაკლიმ ახალგაზრდებს მისცა რჩევა, რომ არ დაკარგონ დრო, დააფასონ თითოეული წუთი, აკეთონ ის,რაც მათ უყვართ და რაც წარმატების მომტანი იქნება მათთვის. ასევე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და, მაჟორიტარმა აღნიშნა,რომ ახალგაზრდებს სექტემბერში უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ისინი დაესწრებიან გარემოსდაცვის კომიტეტის მუშაობას, ხოლო შემოდგომას მოეწყობა გამწვანების აქცია.