ავსტრალიაში ტყის ხანძრის 81 კერა გაჩნდა

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის 81 ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სახამნძრო სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ 38 ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. 

სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია დაახლოებით 650 ადამიანი.

„ხანძრის ჩაქრობის პროცესში 650 ადამიანია ჩართული. ასევე ჩვენს განკარგულებაშია ავიაციის ორმოცზე მეტი ერთეული. ამ ეტაპზე 81 ხანძრიდან 38 ლოკალიზებულია“, - ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში. 

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი უშლის ხელს