სამოქალაქო კამპანიას "იცურე მშვიდად", თელავის მეორე სკოლაც შეუერთდა

საქართველოში კვლავ აქტუალური პრობლემაა უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მდინარეებზე და ზღვაზე უსაფრთხო დასვენებას.სწორედ ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით,  ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა კამპანიას "იცურე მშვიდად".

თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კამპანიის "იცურე მშვიდად"- ფარგლებში მოაწყეს აქცია, მათ საკუთარი ხელით დამზადებული პლაკატებით და უსაფრთხოების ნიშნებით მოსახლეობას მოუწოდეს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ წყალში ცურვის დროს და მაშინ, როდესაც სპეციალური ბანერები დაიდგმება, ყურადღება მიაქციონ გამაფრთხილებელ წარწერებს.