ყვარელში, ახალსოფლის N2 სკოლის ეკოკლუბელები ეთნიკურ უმცირესობებთან აქტიურად თანამშრომლობენ

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ყვარლის სოფელ ახალსოფლის #2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბი, აგრძელებს საზაფხულო საქმიანობებს. ახალსოფლელმა მოსწავლეებმა ამჯერად ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად დაასუფთავეს სოფელი თივის და ახალსოფლის თავშეყრის დანაგვიანებული ადგილები. 

ბავშვებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდეს დროულად ეზრუნათ ნაგვის ურნების დადგმაზე, რომლებიც განთავსებულია დასარიგებლად, მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალსოფელში დროულად მოხერხდა მათი განთავსება.

"დღის ბოლოს მეგობრული ურთიერთობის ნიშნად ვუყურეთ ფილმს „ჩვენი ავარიელები“, რომელიც საჩუქრად გადმოგვცა კავკასიური სახლის კოორდინატორმა, მიხო ბეროშვილმა. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს ეთნიკურ მეგობრებთან ერთად კეცხოველის პროექტის ფარგლებში" - ამბობს ახალსოფლის N2 სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, ეკო ვარდიაშვილი.