საზაფხულო ბანაკი თელავის მეორე სკოლაში

თელავის მეორე საჯარო სკოლაში გრძელდება საზაფხულო ბანაკის აქტივობები. გუშინ მოსწავლეებმა მოაწყეს პრეზენტაციები ბულინგისა და გენდერის საკითხებზე, ბავშვებს შესთავაზეს საინტერესო თამაშის ტპის აქტივობები რომლის დახმარებითაც მათ გაიაზრეს გენდერული სტერეოტიპების ზეგავლენა და ბულინგის ზეგავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე.

პარალელურად მიმდინარეობდა მხიარული სტარტები ,სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები გამოავლინეს. დღის დასასრულს მოსწავლეებმა კეცხოველის კონკურსისთვის მათ მიერვე შექმნილი ჰიმნი შეასრულეს.