დაბა ნარუჯას სკოლის მოსწავლეებმა "ნიკო კეცხოველის სამოგზაურო ალბომი" შექმნეს

გურიაში, ოზურგეთი დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ,,ეკოკლუბი Nature’’-ს წევრებმა საზაფხულო არდადეგების პერიოდში აქტივობა: ,,აღმოაჩინე საქართველოს’’ ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, მოიარეს: იმერეთი, რაჭა, სვანეთი, აჭარა, სამეგრელო , ყაზბეგი... გაიარეს მრავალი ის გზა, რაც ნიკო კეცხოველმა გაიარა და აღწერა თავის წიგნებში. 

ეკოკლუბის წევრები გაეცვნენ საქართველოს ამ კუთხეების ფლორას და ფაუნას, ყოველი ექსკურსიაზე გამგზავრებამდე ეცნობოდნენ მარშრუტებს, ამ კუთხის წეს-ჩვეულებებს, სწორედ ამიტომ გახდა საინტერესო და დასამახსოვრებელი ყველა ექსკურსია, გადაიღეს სამახსოვრო სურათები თავიანთი შთაბეჭდილებები გააშუქეს მედიაში. ეკოკლუბის წევრის სალომე ფუტკარაძის ინიციატივას, ამ მოგზაურობის აღსანიშნავად, ყველა ამ მასალისათვის თავი მოეყარათ და ალბომი დაემზადებინათ, ეკოკლუბის წევრებსაც მოეწონათ და აიტაცეს, გაინაწილეს ფუნქციები ალბომის სათაურიც შეარჩიეს "მოვიარაე საქართველო თავის მთით და ველებით...’’ 

ალბომის მოხატვა ნორჩმა მხატვარმა ლაშა ბერიძემ იკისრა, ალბომში შევა ყველა ის შთაბეჭდილებები, ემოციები, საინტერესო და კურიოზული ამბები რაც სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადახდათ, შეივსება ექსკურსიის სურათებით, მიზანი ამ ალბომის დამზადებისა ის არის,რომ ეს იქნება ,,პატარა ისტორიები’’ ეკოკლუბის წევრების ექსკურსიისა რომლის ნახვის საშუალება ექნება ყველას ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება . გარდა ამისა ვინც ამ კუთხეებში ექსკურსიას გადაწყვეტს ეცოდინება რა მარშრუტები გაიარა ,, ნიკო კეცხოველმა’’. ალბომზე მუშაობა გაგრძელდება და ყოველი ახალი ექსკურსიის სურათებით და ინფორმაციით შეივსება.