"აწარმოე სახლში" - ჩხოროწყუელი ეკოკლუბელების გამოწვევა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის N1 საჯარო სკოლის "ნიკო კეცხოველის პრემია 2020"-ის მონაწილე ეკოგუნდ "მწვანე რეინჯერეის" წევრებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაგეგმეს ჩართულიყვნენ კიდევ ერთ გამოწვევაში სახელწოდებით: "აწარმოე სახლში". 

ამ აქტივობის ფარგლებში ახუთის N1 სკოლის ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს ხელი მოეკიდათ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახლში ყოფნის პერიოდში. ეკოკლუბელებმა სახლებში დისტანციურად დაიწყეს ნერგების გამოყვანა, რომელთაც შემდეგში გაზრდიან და ნიადაგში გადაიტანენ.

ამ გამოწვევაში მონაწილეობა უკვე მიიღო სამმა ეკოკლუბელმა.

(წარმოდგენილი ფოტო კი ეკუთვნის მარიტა ჩიტაიას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა).