წინანდლის სკოლის ეკოკლუბელებმა მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს

კახეთში, სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა "ენერჯიმ - energy" 8 აგვისტოს ჩაატარა შეხვედრა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განახლებასთან დაკავშირებით, განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები. 

წინანდლელმა ეკოკლუბელებმა აღნიშნული მიზნების შესაბამისად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა და აქტივობები გაწერეს თვეების მიხედვით. შეხვედრის ფარგლებში ეკოკლუბის წევრები გაეცნენ კონკურსის მიზნებს, რომელთა შესრულება და განხორციელება მისცემთ მათ თანამშრომლობის, ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების არაერთ შესაძლებლობას.