"მითხარი, რას მიირთმევ და გეტყვი ვინ ხარ შენ"

სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი აგრძელებს ონლაინ აქტივობებს. ამჯერად, აქტივობა მიუძღვნეს ჯანსაღ კვებას სახელწოდებით: "მითხარი, რას მიირთმევ და გეტყვი ვინ ხარ შენ".

ვიდეო რგოლში მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მავნე პროდუქტებზე, რომლებიც ძალიან უყვართ, მაგრამ უნდა შეძლონ მათზე უარის თქმა - ჩიპსები, საღეჭი რეზინი, .. "FAST WOOD", სწრაფი სუპები, ტკბილეული, ძეხვეული და ..

არასრულფასოვანი კვების დროს შეიძლება განვითარდეს უამრავი დაავადება: სიმსუქნე, წყლულები, გასტრიტი, სისხლძარღვების დაავადებები. თუ არასწორად იკვებებით, ეს შედეგს ამოუცილებლად მოიტანს, ამიტომ აუცილებლად უნდა გადახედოთ თქვენი კვების რაციონს.

ეკოკლუბელების აზრით, გარდა იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმს ვნებს აღნიშნული პროდუქტები, ასევე, ის ზიანს აყენებს გარემოს. თითოეული მათგანი შეფუთულია პოლიეთილენის პარკებში, მოთავსებულია პლასტმასის კონტეინერში და ა.შ. ეს კი აბინძურებს და ვნებს გარემოს.