თელავის სოფელ ვარდისუბნის სკოლის ეკოკლუბის შეხვედრა პანდემიის გამოწვევებზე

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, კახეთში, თელავის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის "Rosewood" წევრები კვლავ აქტიურად განაგრძობენ მუშაობას. 

ეკოკლუბის ერთ-ერთმა წევრმა მარიამ გიგიტელაშვილმა ჩაატარა ონლაინ შეხვედრა თემაზე: "კორონავირუსი". მან კიდევ ერთხელ დაწვრილებით ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს კორონავირუსი და პანდემია ადამიანთა  ცხოვრებაზე. ასევე განმარტა თუ რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, რომელ ქვეყნებში მოგზაურობა წარმოადგენს რისკს, რა მდგომარეობაა საქართველოში და როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან.

მარიამმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა ლუგარის ლაბორატორიისა და მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე ეკოკლუბის წევრებს შესთავაზა მისალმების ალტერნატიული გზები. ლექციის ბოლოს მან უპასუხა ეკოკლუბის წევრების კითხვებს.

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.