რა სარგებლობა მოაქვს გარემოსდაცვით თემატიკაზე შექმნილ კომიქსებს

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის N169 საჯარო სკოლის ეკოკლუბი აგრძელებს მათ მიერვე წამოწყებულ გარემოსდაცვით პროექტს სახელწოდებთ: "ერთად დავიცვათ გარემო".

ამჯერად ეკოკლუბის ყველაზე პატარა წევრმა, თიკო გაგუამ სამტრედიასა და ვანში გაავრცელა გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი კომიქსები და ფლაერები. მან ამ გზით თავის თანატოლებს გააცნო ნარჩენების მართვის საკითხები, ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენების შემცირების მიმართულებით, შეჯამების მიზნით კი მათ შეავსებინა სახალისო კროსვორდები ნარჩენების მართვის თემაზე.