თბილისის კერძო სკოლა "ქართული სასწავლებლის" "მწვანე" არდადეგები

თბილისის კერძო სკოლა "ქართული სასწავლებლის " მდგრადი განვითარების კლუბმის წევრებმა, პარტნიორ სამთო-სათხილამურო კლუბ „თხილამურის სახლი“ ის შეკრებაზე მყოფ ბავშვებს გააცნეს, თუ ვინაა სევერენ კულის სუზუკი. 

სევერენ კულის სუზუკი მხოლოდ 9 წლის იყო როდესაც თავის მეგობრებთან ერთად გარემოსდამცველთა კლუბი ჩამოაყალიბა 12 წლის სევერიანი რიო დე-ჟანეიროში გაეროს ეგიდით ჩატარებულ დედამიწის სამიტზე სიტყვით გამოვიდა., სადაც მან შეძლო 5 წუთით მსოფლიოს წამყვანი ლიდერები დაედუმებინა და დაეფიქრებინა ჩვენი პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. 

სწორედ ეს ჩანაწერი აჩვენეს „ქართული სასწავლებლის“ ბავშვებმა თავიანთ თანატოლებს და შეეცადნენ დაერწმუნებინათ ისინი, რომ თითოელ ადამიანს, მიუხედავად ასაკისა და პროფესიისა შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს დედამიწის უკეთეს და უსაფრთხო მომავალში. შემდეგ კი ბავშვებმა განიხილეს ერთობლივად ჩატარებული კვლევის შედეგები (ბაკურიანში მოსიარულე ტრანსპორტის აღრიცხვა) და მიიღეს გადაწყვეტილება, დაამზადეს ფლაერები, რომელთაც ბაკურიანში მოსიარულე მძღოლებს დაურიგდებათ რათა მათ იგრძნონ პასუხისმგებლობა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული შედეგების გამო, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც ჯანმრთელობას, ასევე ბიომრავალფეროვნებას და კლიმატის ცვლილებებს. ეს საკითხები კი მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი მიზნებია.