გორის N12 სკოლის ეკოკლუბელები აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას აგრძელებენ

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის 2018 წლის ფინალისტმა, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გუნდმა, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება კვლავ აქტიურად განაგრძო. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, გორელმა მოსწავლეებმა სპეციალური ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, რომელიც ბზის დაკალმების შესახებ ცოდნას მოიცავდა, პრაქტიკული საქმიანობები განახორციელეს.

ბავშვებმა დაჭრეს კოლხური ბზის კალმები მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით და მოათავსეს ქოთნებში, გუნდის ერთ-ერთმა წევრმა კი აიღო პასუხისმგებლობა მისი ეტაბობრივად მორწყვაზე და ზოგადად მოვლაზე.

გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები გეგმავენ, რომ უკვე მომდევნო გაზაფხულზე სკოლის ეზოში საკუთარ ბზის ნერგებს დარგავენ.