თელაველი მოსწავლეები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებენ

თელავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს თემაზე, რომ ჩვენი ქვეყანის დიდი ნაწილი ოკუპირებულია დამპყრობელი ქვეყნის - რუსეთის მიერ და ბავშვებმა დიდი გულისტკივილი გამოხატეს ამის გამო. მათ ქაღალდისაგან დაამზადეს გულსაბნევი და ისე გადაადგილდებოდნენ ქუჩაჩი წარწერებით: "რუსეთი ოკუპანტია". 

ქუჩაში ამ მსვლელობას ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა, ძირითადად ხანში შესული ადამიანებისაგან, რამაც დიდი დისკუსიაც გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობდა, რომ რუსეთი ჩვენი ოკუპანტი და მტერია, ხოლო ნაწილს მოჰყავდა ამის საწინააღმდეგო "მაგალითები". 

"ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ ხალხის გულამდე მისულიყო მთავარი სათქმელი და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ხმამაღლა ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ვითხოვთ მშვიდობასა და თავისუფლებას!" - ამბობს თელავის N4 სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, გიორგი იმედაშვილი.