კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ქარელის სოფელ ბერძენაულის სკოლაც ჩაება

ქარელის მუნიციპალიტეტის ბერძენაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა, სადაც ბავშვები გაეცნენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პრინციპებს და წესებს. ასევე, კონურსის წესების შესაბამისად გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და ამოცანებს.

ბავშვებმა გუნდს შეურჩიეს სახელი "ცისარტყელა“, სადაც გაწევრიანდა 10 მოსწავლე. გუბდის ახალმა წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს სამოქმედო გეგმაზე, გაეცნენ ქულების დაგროვების პრინციპს და შეთანხმდნენ შეხვედრების განრიგზე, 

ბოლოს კი ეკოკლუბის წევრებმა გადაინაწილეს ფუნქციები და მოვალეობები.