როგორ აღნიშნეს ინგლისური ენის დღე ნინოწმინდის სოფელ ეშტიის N1 სკოლაში

23 აპრილი არის ინგლისური ენის საერთაშორისო დღე, რაც აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან. ეს თარიღი ,,იუნესკომ ’’აირჩია და წიგნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლამ წელსაც არ დაირღვა თავისი ყოველწლიური ტრადიცია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლის ეკოკლუბის წევრების და ინგლისური ენის მასწავლებლების, სიუზანნა არაქელიანისა და კარინე გრქიკიანის ორგანიზაციით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა ინგლისური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

აღნიშნულ ონლაინ-ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, თითქმის ყველა კლასიდან.

აქტივიობები შედგებოდა სხვადასხვა ნომებისგან: დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური კომპოზიციები. მაღალი კლასის მოსწავლეებმა (ეკოკლუბის წევრებმა) კი ისაუბრეს ინგლისური ენის მნიშვნელობაზე, მის ღირებულებაზე მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნეს მნიშვნელოვანი ფაქტები ამერიკისა და ინგლისის შესახებ, როგორც ინგლისურენოვან ქვეყნებზე.

ღონისძიების  მიმდინარეობისას საქართველო-ბრიტანეთის მეგობრობის ნიშნად, მოსწავლეთა ნაწილს ხელში ეჭირა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის დროშები. ნაწილს კი სახეზე ჰქონდა გამოსახული ამ ორი ქვეყნის სიმბოლოები.