ჭიათურელი მოსწავლეები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

26 აპრილს, ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბი შეურთდა მსოფლიო დედამიწის დღეს მიძღვნილ კამპანიას, რომლის წლევანდელი წლის გზავნილია - იმოქმედე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!

როგორც იცით, ორგანიზაცია CENN, ევროკავშირისა და New World Programme – ის მხარდაჭერით, დედამიწის დღის აღსანიშნავად, ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრებ 13-29 წლის ახალგაზრდებს სთავაზობს 48 საათიან საინტერესო და სახალისო კონკურსს.

ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრი ლუკა ჩუბინიძე იმისათვის, რომ კონკურსის ფარგლებში ნარჩენების წარმოქმნა შეემცირებინა, ეცადა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი დანიშნულება მიეცა. ამ შემთხვევაში მან  პლასტმასის ბოთლის ნარჩენებისგან ახალი ორიგინალური ნივთები შექმნა, რომელსაც მცენარეების ქოთნის ფუნქცია მიანიჭა.

ამ ქოთნებს გარდა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ფუნქციისა, დეკორატიული მნიშვნელობაც ეძლევა.