მცხეთელი მოსწავლეები კოლხური ბზის გადარჩენისთვის იბრძვიან

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მართვეს" წევრები "აღმოაჩინე საქართველო შენს მხარეში" პროექტის ფარგლებში იყვნენ სტუმრად სოფელ ნავდარაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელსაც "ბზიან ხატსაც" უწოდებენ. 

ეს ეკლესია თარიღდება ადრეული ფეოდალური ხანით, ამჟამად მოქმედია. ეკლესიის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან იზრდებოდა ბზის კორომები, რომლებიც სანახევროდ განადგურებულია. 

სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაგეგმეს ბზის კალმებით გამრავლება და ეკლესიის ტერიტორიაზე გადარგვა..