ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.  წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.

კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე რამდენიმე სკოლის მოსწავლეების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარება უცვლელია - სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს.

მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყლის გატარება ვერ უზრუნველყო.