ოზურგეთის დაბა ლაითურში დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა

ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე თაობის" ინიციატივით, დაბის ცენტრში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა. არდადეგების გამო ეკოკლუბელებმა სპეციალური მიმართვა ჯგუფში-"მწვანე თაობა" გაავრცელეს და ყველა მსურველს მოუწოდეს აქციაში მონაწილეობისკენ...მსურველი საკმაოდ აღმოჩნდა და სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და გამგეობის წევრებთან ერთად, დაბის ცენტრში დიდი შეჯიბრი გაიმართა, ვინ უფრო მეტ ტომარას გაავსებდა ნაგვით.

სანაგვე ტომრები და ხელთათმანები სკოლის ადმინისტრაციამ შეიძინა ეკოკლუბელების თხოვნით, თუმცა გამგეობის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში ისინიც შეეცდებიან დააფინანსონ მსგავსი ღონისძიებები.

დასუფთავების აქციას მრავალი მაყურებელი ჰყავდა, რომლებიც გაკვირვებული ბოლთას სცემდნენ ტომარამომარჯვებული ბავშვების გარშემო. დასუფთავების აქციას პერიოდულად შესთავაზებს ეკოკლუბი ლაითურის მაცხოვრებლებს.