კალიფორნიაში ტყის ხანძარი გრძელდება. უკვე 8 კაცი დაიღუპა

აშშ-ს კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი გრძელდება და მისგან დაღუპულთა რაოდენობამ 8 კაცს მიაღწია.

ამერიკულ გაზეთ "Los Angeles Times"-ის მიხედვით, ეს ხანძარი გასულ კვირას წარმოიშვა და მისი კონტროლზე აყვანა ვერ ხდება, დაღუპული 8 ადამიანიდან 2 მეხანძრეს წარმოადგენს, ხოლო 7 კაცი კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

ამავე გაზეთის ცნობით, ხანძრის გამო უსაფრთხო ადგილებში ევაკუირებულია 50 ათასზე მეტი ადამიანი, დაიწვა 657 სახლი, ხოლო 145 სახლი კი საგრძნობლად დაზიანდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით კი, ევაკუირებული სახლების გაძარცვის ბრალდებით ორი ეჭვმიტანილი პატიმრობაში აიყვანეს.

კალიფორნიაში ხანძარი 23 ივლისის აქეთ გრძელდება და მან უკვე 350 კვადრატულ კილომეტრი მოიცვა რა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა