გურიაში, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-ჰაბში, ეკოკლუბის წევრებმა მდგრადი განვითარების N1 და მე-10-მიზნის შესაბამისად რომელიც სიღარიბის ყველა ფორმისა და უთანასწორობისა შემცირებას ითვალისწინებს საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო: ინფორმაციის მიწოდება, პროექტი “ჩართე’’-ს შესახებ რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები სკოლის ასაკის ბავშვების კომპიუტერით და ინტერნეტით უზრუნველყოფას.
პროექტს "ჩართე"-ს ახორციელებს საგანმანათლებლო ფონდი “Educare Georgia” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. ფონდის მისიაა ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით გახდეს მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი საქართველოში. ( აღნიშნულ პროექტში მე-10, მე-11და მე-12 კლასის მოსწავლეების ჩართვა მოხდება რომელთა სოციალურად დაუცველობის სტატუსი 70000-ის ტოლი ან ნაკლები ქულა).
სკოლასა და ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობითი მემორანდუმი, ეკოკლუბის წევრებმა ბინაზე მისვლით გააცვნეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეს ინფორმაცია ხოლო შემდეგ სკოლის ეკოჰაბში მოწვევით , ეკოკლუბის ხელმძღვანელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებასა და მათ მშობლებს, რათა დროულად მოეხდინათ საბუთების შეგროვება და განაცხადის შევსება ონლაინ რეჟიმში, რაშიდაც ეკოკლუბის წევრებიც ჩაერთვენ და დაეხმარება გაუწიეს მოსწავლეებს.