სუფთა გარემოში ცხოვრება ყველას მოსწონს, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ადგილია, რომელსაც დაუდევარი ადამიანის ხელი ეტყობა და უკანონო ნაგავსაყრელადაა ქცეული. ადამიანი ყოველდღიურად უამრავ პლასტმასს, პოლიეთილენს, თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენს მოიხმარს, ყველაფერი რომ ბუნებაში დაყაროს. ეს დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის დედამიწას, მათ გახრწნას ხომ ასობით წელი სჭირდება. პრობლემის აღმოფხვრა ისევ ადამიანების ხელშია.
საგანგებო მდგომარეობის გამო, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვით ფართომასშტაბიან აქტივობებს ვეღარ ახორციელებს, დედამიწას კი აქტიური მოქალაქის თანადგომა სჭირდება.
სწორედ ამიტომ ეკოკლუბელებმა თეკლა ებანოიძემ და ვატო მაღრაძემ ერთკაციანი დასუფთავების აქციები წამოიწყეს. ვატომ სოფელში უკანონო ნაგავსაყრელი აღმოაჩინა, დაასუფთავა და შეგროვებული ნაგავი ურნამდე მიიტანა.
თეკლამ ხარაგაულში საკუთარი ქუჩა დაასუფთავა და გარშემომყოფებს მოუწოდა არ დაენაგვიანებინათ გარემო. სუფთა ქუჩაზე ცხოვრება ყველას მოსწონს. ერთკაციანმა აქციამ გაამართლა.
ამ წამოწყებას მალე კლუბის სხვა წევრებიც შეუერთდებიან.