არაფორმალური განათლების მნიშვნელება საქართველოში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბი  "მწვანეები" აქტიურად ჩაერთვნენ კავკასიის  გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის  რეგიონული კოორდინატორის კახა სუხიტაშვილის მიერ ჩატარებულ ონლაინ ვებინარში, რომელიც კახა სუხიტაშვილმა  გამართა  მოსწავლეთა არაფორმალური გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პრეზენტატორმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი  მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება ამ კონკრეტული მიმართულებით. იმსჯელა გარემოსდაცვითი განათლების როლსა და მნიშვნელობაზე,  აგრეთვე იმ გამოწვევებზე , რაც მომდინარეობს მდგრადი განვითერების მიზნებიდან. მსმენელებს დაუსახა სამომავლო ამოცანები და ამ ამოცანების განხორციელების გზები.

ეკოკლუბ "მწვანეების" საინიციატივო ჯგუფი ინტერესით ჩაერთო შეხვედრის შემდეგ გამართულ ონლაინ დიალოგში,  პრეზენტატორს დაუსვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები, ორმხრივ დიალოგში მონაწილეობდა კლუბის 10-ვე წევრი.

ონლაინშეხვედრამ  საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა.