თელაველმა მოსწავლეებმა გლობალური დათბობის პრობლემასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარეს

თელავის N4 სკოლის ეკოკლუბელებმა ქალქ თელავის ქუჩებსი ჩაატარეს მორიგი გამოკითხვა. ამჯერად გამოკითხვის თემა იყო:  "გლობალური დათბობა და საფრთხეები" . გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს გამოერკვიათ, მათ ქალაქში თუ იცის ხალხმა რა არის გლობალური დათბობა, რა არის გამომწვევი მიზეზები და პრევენციული ღონისძიებები. 

გამოკითხვის შედაგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას აქვს გარკვეულწილად ინფორმაცია გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ არ იციან რა შეიძლება გაკეთდეს, რომ თავიდან ავიცილოთ გლობალური დათბობით გამოწვეული კატაკლიზმები.