გურჯაანის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები: გეგა ფრიდონიშვილი და სალომე წნორიაშვილი, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეხვდნენ თელავი ახმეტის სატყეო სამსახურის უფროსს ილია დათუნაშვილს, რომელიც მათი თანასოფლელია.
მოსწავლეებმა სატყეო სამსახურის უფროსს გააცნეს კეცხოველის კონკურსის პირობები და თხოვეს მათი სკოლისთვის ნერგების გამოყოფა. შეარჩიეს პერიოდი, როცა ნერგების დარგვა იქნება შესაძლებელი და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე.