ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე საჩხერის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ "ჰელიოსის" ორგანიზებით სოფელ ჭალის ცენტრში და სოფლის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
წელიწადის ამ დროს ჭალაში უამრავი ტურისტი იყრის თავს ამიტომ, ეკო-კლუბის წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს დასუფთავების აქციის ჩატარება, სადაც სოფლის მცხოვრებლებმა მოხალისეობრივად მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას სოფელ სპეთის საჯარო სკოლის ეკო-კლუბიც იღებდა.