კახეთში ორგანიზაცია CENN-ის კოორდინატორის, კახაბერ სუხიტაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბაბანეურის ნაკრძალის ტერიტორიაზე ბზის კორომებზე მისი სასტიკი მავნებლის, ალურას მატლები დაფიქსირდა და ბზის ტოტები საკმაოდ დაზიანებულია.
საქმის კურში უკვე ჩაყენებულია დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვინაიდან აქ მოქმედებს სანაკრძალო რეჟიმი მეტად სენსიტიურია ის მეთოდები, რომლებიც წესისამებრ გამოიყენება ბზის ამ დაავადებასთან ბრძოლის დროს.
ასევე მისივე ინფორმაციით, მდინარე სტორის ხეობაში აღინიშნა ქართული მუხისა და თხილის ხეებსა და ბუჩქებზე ფოთლების მასიური ხმობა, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტო და მისი რეგიონალური წარმომადგენლობა საქმის კურშია და ველით მყისიერ რეაგირებას. უნდა აღინიშნოს, რომ თხილი როგორც კულტურა კახეთისთვისაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და უნდა აღიკვეთოს დაავადების გავრცელება ველური თხილიდან კულტურულ ნარგაობებზე.