გორის N5 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მათ მიერ ჩატარებული გარემოსდაცვითი მოკვლევის შედეგები გააცნეს

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე გორის # 5 საჯარო სკოლის გუნდის და ეკოკლუბ „დეკას“ წევრებმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას მათ გააცნეს გორში წმინდა წყლის დასახლებაში მცხოვრები ყიფიანის და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებთა გამოკითხვის შედეგები, სადაც სხვა მოუგვარებელ საკითხებთან ერთად ყურადღება მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად ყველაზე მწვავე საკითხზე იყო გამახვილებული.

ამ უბანში მდინარე მეჯუდის ხეობის დაბინძურების საგანგაშო მდგომარეობაზე. ქალაქის ამ უბანშია განთავსებული აგრარული ბაზრი, სადაც მისასვლელად მოსახლეობა მდ. მეჯუდაზე მდებარე სეფახმავლო ხიდს იყენებს. 

ბაზრის მიმდებარე არეალში მოსაწავლეებმა დააფიქსირეს მდინარის ხეობაში ცალკეული ნაგავსაყრელად ქვეული უბნები, რომელსაც აგრარული ნარჩენების გარდა საყოფაცხოვრებო ნაგავიც ემატებოდა. ეს ყველაფერი მდინარით ირეცხება და წყალი ბინძურედება. მოსახლეობის განსაკუთრებული წუხილის მიზეზი ნაგავთან ერთად იმ წყაროს წყლების დაბინძურების საშიშროებაცაა, რომლითაც ასე მდიდარია ქალაქის ეს რაიონი. 

ბევრი მოსახლის საკუთარი საცხოვრისის ეზოში წყაროს წყლები გამოდის, რომელთაც ისინი სასმელად იყენებენ. ისინი შიშობენ, თუ ვითარება არ გამოსწორდა შეიძლება ასეთი ცხელი ზაფხულის პირობებში დაბინძურებული წყალი არაერთი ნაწლავური და სხვა ინფექციების წყაროდ იქცეს. ეს წყაროს წყლები დრენაჟის სახით მდინარის ხეობაშიც პოულობენ გამოსასვლელებს. 

ბაზრის ტერიტორიაზეცაა რამდენიმე ასეთი გამოსასვლელი დაფიქსირებული. ვითარებას მდინარის მიერ ამ მონაკვეთხე მყარი ნატანის დალექვის აქტიური პროცესიც ართულებს (ამ უბანზე მდ. მეჯუდა რამდენიმე მეტრში ერთვის მდ. ლიახვს). 

"ყველა ამ პრობლემის შესწავლის და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე ჩვები გუნდის წევრები ვესაუბრეთ გორის მერიის თანამშრომლებს და შევთავაზეთ, თუ მერია დაიწყებდა გაწმენდით სამუშაოებს და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ჩვენი გუნდი ამ სამუშაოებში აქტიურად ჩავერთობოდით. გვიხარია, რომ მერია გამოეხმაურა ჩვენს და მოსახლეობის ინიციატივას. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მდ. მეჯუდის ხეობის გაწმენდითი სამუშაოები. იმედი გვაქვს სექტემბრამდე ეს სამუშაოები დასრულდება და სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჩვენი გუნდი ჩავერთვებით რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოებში, რაც არა მარტო გაალამაზებს ქალაქის ამ უბანს, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯიბესებს ჩვენს ქალაქში" - ამბობენ ქალაქ გორის N5 სკოლის ეკოკლუბის წევრები.