გარემოსდაცვითი ტრენინგი კახელი პედაგოგებისათვის

კახეთში, ქალაქ თელავის ამერიკულ კუთხეში ჩატარდა ტრენინგ–კურსი მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ თელავის N1, თელავის N2, თელავის N4, თელავის N7, თელავის N8, სოფლების აკურის, წინანდალის, ნაფარეულის, კონდოლის, ლაფანყურის, რუისპირის, გულგულის, აწყურის, ახმეტის N1 და ახალსოფლის N2 საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.

ტრენინების თემატიკა იყო ინტეგრირებული ნარჩენების მართვა, ტყეების რეკრეაციული ფუნქციები, ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები, მდგრადი განვითარების გენდერული ასპექტები. კურსის დასასრულს პედაგოგებს ქონდათ საველე გასვლა თელავის ოფიციალურ ნაგავსაყრელზე, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალსა და სვიანას რეკრეაციულ ზონაში. აქ პედაგოგები გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას და კავშირებს მდგრად განვითარების 17 მიზანთან.