ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, ახალციხეში მოეწყო მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის მეორე საჯარო სკოლასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლას შორის. შეხვედრას მასპინძლობდა ახალციხის მეორე საჯარო სკოლა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე სკოლის წარმომადგენლები: მშობლები , მასწავლებლები, პროექტის ხელმძღვანელები, ჯგუფის წევრები და ახალციხის რესურსცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ხმალაძე, ახალციხის სატყეო სამსახურის, სამმართველოს უფროსი, კახა გაზდელიანი და სამცხე-ჯავახეთის, ასპინძა-ახალქალაქის სატყეოს უფროსი სპარტაკ გვრიტიშვილი.
შეხვედრის შესავალი ნაწილი გახსნა ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ბელა დიასამიძემ, რომელმაც ისაუბრა შეხვედრის მიზანზე და ამ პროექტის აუცილებლობაზე სკოლებში, ხოლო მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ ძირითად საკითხებზე, რაც ამ პროექტის განხორციელებისათვის იქნება საინტერესო და აუცილებელი.
ქალბატონმა ხათუნა ხმალაძე, რომელიც ამავე დროს გახლავთ გარემოს დაცვის ექსპერტი, დამსწრე საზოგადოების კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა, საუბარში ჩაერთნენ სხვა მოწვეული სტუმრებიც, პროექტში მონაწილე ჯგუფის წევრები ამ შეხვედრის შემდეგ გახდნენ მეტად ინფორმირებულნი და მოტივირებულნი, თვითეულმა მათგანმა მიზნად დაისახა პროექტში გამარჯვება.