მესტიის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბი წყლის სანიტარულ ნორმებს იკვლევს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბი“მწვანე სივრცე“ მეტად საჭირბოროტო საკითხის განსახილველად შეიკრიბა, შეხვედრის თემა იყო წყლის სანიტარულ ჰიგიენური ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება. განხილულ იქნა ის რეკომენდაციები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, სადაც იგულისხმება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის დაცულობა. 

მონაწილეების მიერ გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს სკოლაში პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით დალაგდა და შედეგი ასე გამოიყურება: 1) სასმელი წყალი, რომელსაც იყენებს სკოლა არ არის ლაბორატორიულად შემოწმებული. 2) სასმელი წლის მილები არ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს და არსებობს რისკი მისი დაბინძურების, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 3) სკოლა განეკუთვნება „ბ“ კატეგორიის II ჯგუფს და მნიშვნელოვნად არის მოსაწესრიგებელი სანსაკანალიზაციო და ჰიგიენური ნორმები კანონით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.

ბავშვებმა შეიქმნეს სასურველი სკოლის მოდელი, სადაც პრიორიტეტი იყო დაცული და მოწესრიგებული წყლის და სანსაკანალიზაციო სისტემები, უსაფრთხო სასმელი წყალი სკოლაში და კიდევ ბევრი საკითხი, რაც რეალურად უნდა არსებობდეს და არც თუ ისე მიუწვდომელია. პარალელურდ, მოსწავლეებმა ამ მიმართულებით განახორციელეს კვლევა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის,მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მომზადდება კვლევის ანგარიში და რეკომენდაცია, რომელიც წარედგინება სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის ადმინისტრაციას.