სვანეთში, სოფელ ეცერის სკოლის ეკოკლუბელებმა ადგილობრივ ექიმთან ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლის ეკო-გუნდა "მწვანეებმა" სამუშაო შეხვედრა მოაწყვეს ეცერის თემის ოჯახის ექიმთან. ამ შეხვედრის მთავარი თემა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და მისი აქტიური გამოყენება. 

გუნდის წევრებმა ბევრი საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ექიმისაგან. თავის მხრივ ოჯახის ექიმმა აამაღლა მათი ცნობიერების დონე.დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება და თემის აქტიური მონაწილეობა დასახულ მიზნებთან მიმართებაში.