22 აპრილი "დედამიწის დღეა". სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა, შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში აღნიშნა ეს დღე და ჩაატარა ვებინარი თემაზე: "გარემო და საზოგადოება“.
ვებინარს უძღვებოდა გარემოსდაცვით ეკოლოგიურ ასოციაცია "დეას" წარმომადგენელი - გვანცა მალანია, რომელიც ახალგაზრდებს ესაუბრა, თუ რა ზეგავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა კლიმატის ცვლილებასა და გარემოზე; რა კავშირშია გლობალური დათბობა და კორონა ვირუსი და რა მნიშვნელობა აქვს სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.
ვებინარს ეწრებოდნენ მეგობარი სკოლები წალკის მუნიციპალიტეტიდან - სოფელ გუმბათის საჯაროს სკოლის მოსწავლეები, ხელმძღვანელთან, ციცინო გობაძესთან ერთად და სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ხელმძღვანელი ნინო ანთაძე.
სემინარზე დაისვა კითხვები. გუმბათელ;ებმა ისაუბრეს საკუთარ სოფელში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და იმსჯელეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
ბოლოს კი მსმენელებმა მიიღეს დავალება, დაწერონ წერილი: "წერილი დედამიწას 2020-დან“. საუკეთესო წერილები გამოქვეყნდება ასოციაციის მთავარ გვერდზე.