ხარაგაულელმა ეკოკლუბელებმა დედამიწის დღე თვითიზოლაციაში აღნიშნეს (ვიდეო)

2020 წლის "დედამიწის დღის" აღნიშვნა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებს თვითიზოლაციაში მოუწიათ. შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ ბავშვებს საშუალება არ მისცა დედამიწისთვის დაგეგმილი აქტივობები განეხორციელებინათ.

ხარაგაულში ამინდიც ძალიან ცუდი იყო. ამიტომ, ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის გარემოსდამცველთა კლუბი "ზუმის " პლატფორმის მეშვეობით ონლაინ შეიკრიბა და დაგეგმა დედამიწის დღისთვის ჩაეწერათ პატარა ვიდეო, სადაც ისაუბრებდნენ ამ დღის მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ადამიანის როლზე და სხვა.

ეკოკლუბელებმა ვიდეომიმართვები ინდივიდუალურად ჩაწერეს, შემდეგ კი ერთ მთლიან ვიდეოდ აკინძეს. განათავსეს კლუბის "იუთუბ" არხზე, აგრეთვე ბლოგზე. როდესაც მშრალი ამინდი იქნება, ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები ონლაინ, დისტანიურად მოაწყობენ ხეების დარგვის აქციას, რომელსაც დედამიწის დღეს მიუძღვნიან.

წლევანდელი თემა კლიმატის ცვლილება იყო.