მცხეთის სოფელ გალავნის სკოლის მოსწავლეები ნარჩენების მართვის კუთხით სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მართვეს" წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონურსის ფარგლებში მოაწყვეს სამუშაო შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტთან, გალავნის ადმინისტრსციულ ერთეულში ქალბატონ ლალი ბედუკაძესთან. 

შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა. სოფელ გალავნის სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სახელმწიფოს წარმომადგენელს წარუდგინეს პრობლემური ადგილების ფოტოსურათები და დახმარება სთხოვეს. 

ქალბატონი ლალი მოსწავლეებს თანადგომას დაჰპირდა..