ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსში წნორის მესამე სკოლაც ჩაება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეგისტრაცია გაიარეს კონკურსში "ნიკო კეცხოველის პრემია 2019". ახლადდარეგისტრირებული გუნდის სახელია "ათენა". 

"გუნდი დაკომპლექტებულია მხოლოდ გოგონებით. დიდხანს ვფიქრობდით სახელზე და ბოლოს "ათენა" შევარჩეთ, რადგან ბერძნული მითოლოგიის ეს უმთავრესი ღვთება სიბრძნის, ხელოვნებისა და მეცნიერების ქალღმერთიცაა" - განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. 

გუნდის წევრებიმა მარიამ ნარინდოშვილმა, მარიამ ხატიაშვილმა,, ნანიკო ნიკვაშვილმა და ანი მჭედლიშვილმა გუნდის ხელმძღვანელ ირმა დუღაშვილთან ერთად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა.