წალენჯიხის სოფელ ეწერის სკოლის ეკოკლუბი კოლხური ბზის გადასარჩენად იბრძვის

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ხემხვაიეს“ წევრებმა კოლხური ბზის გადასარჩენად რამდენიმე აქტივობა განახორციელეს. ბავშვებმა ჩაატარეს მონიტორინგი, მოიძიეს კერძო მეურნეობებში ჯანსაღი ბზა ,აიღეს კალმები და 150 ბზა დააკალმეს. 

სოფელ ეწერის სკოლაში აგრეთვე ჩატარდა ტრენინგი სოფლის მოსახლეობისათვის სახელწოდებით: "გადაარჩინე კოლხური ბზა" და "ბზის დაკალმება საშინაო პირობებში". ტრენინგი ჩაატარეს ეკოკლუბის წევრებმა სალომე ფიფიამ და გვანცა შონიამ. ტრენინგი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

ეკოკლუბი მადლობას უხდის კერძო მეურნეებს მხარდაჭერისთვის.