ლენტეხის ტყის ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებული ვიდეოკადრები ვრცელდება (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

"ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს ურთულესი რელიეფის გამო ტყის მასივთან მობილიზებულია ცოცხალი ძალა - ადგილზე მუშაობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილობრივ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან მეხანძრეები თბილისიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან", - წერია განცხადებაში.

ხანძარი 11 ივლისს გაჩნდა.